ნოემბერი 24, 2024 04:18

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მორიგი გასვლითი ტრენინგ-ტური დუბაიში

3-დან 6 აპრილის ჩათვლით წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროდან იმყოფებოდნენ  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, „ბიდისი აკადემიისა“ და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“  მიერ ორგანიზებული ტრენინგ-ტურის ფარგლებში.

ქალბატონებმა მოისმინეს გენდერის საკითხების სპეციალისტის, პროფესიით გინეკოლოგის ქალბატონი მაია პაიჭაძის ტრენინგი თემებზე: „გენდერი და ეკონომიკა“, „ქალთა ჯანმრთელობა არსებულ სოციუმში და გამოწვევები“, ქალთა ჯანმრთელობის თემაზე მოხსენებით წარდგა ასევე ექიმი რუსუდან ჯაში.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. დანარჩენი დღეები ს განმავლობაში ქალბატონებმა მოინახულეს ღირსშესანიშნაობები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

ეს არ ყოფილა საზოგადოების ეგიდით გამართული მსგავსი ტიპის პირველი ღონიძიება, თებერვლის თვეში ტრენინგ-ტური ჩატარდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ კვლავ უამრავ საინტერესო პროექტს შესთავაზებს საკუთარ წევრებს.

კომენტარის დატოვება