ნოემბერი 24, 2024 17:51

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ყვავილების სალონი „ლანტანა“

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ყვავილების სალონი

„ლანტანა“

https://www.facebook.com/lantana.flowers.house

მათ ყვავილებს გამოარჩევს სიფერადე, ხარისხი, სურნელი და რაც მთავარია ის, რომ მის დიზაინზე პროფესიონალი ფლორისტის მიერ მთელი გულით არის ნამუშევარი.

გარდა ვიზუალისა და ხარისხისა, საუკეთესოა ასევე მათი მომსახურება, მომხმარებლებისადმი დამოკიდებულება.

მაღაზია მდებარეობს ქ. რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, თუმცა მათი მომსახურების არეალი მხოლოდ ამ ქალაქით არ შემოიფარგლება.

„ლანტანას“ დამფუძნებელმა ქალბატონმა ნუნუ ძიძიგურმა გაგვანდო, რომ მაღაზიის სახელი საკუთარ მოგონებებთან არის კავშირში:

 

  • იქიდან გამომდინარე, რომ ყვავილების მაღაზიაა , გადავწყვიტე სახელიც ყვავილებთან ყოფილიყო დაკავირებული. ასევე, ყვავილი ლანტანა ჩემს მეგობრობასა და ბევრ სასიამოვნო მოგონებებს აკავშირებს.

 

  • ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, გადავწყვიტე გავყოლოდი ჩემს საყვარელ საქმეს და სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ გამეხსნა ყვავილების მაღაზია. გარდა თაიგულებისა, ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ნივთებსა და ჩვენივე სათბურში გამრავლებულ მცენარეებს.

 

ქალბატონი ნუნუ ხელს უწყობს ქალებს ახალი პროფესიის ათვისებასა და დასაქმებაში:

 

  • მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში მაქვს შესაძლებლობა დავასაქმო ყვავილების მოყვარული ქალბატონები, რომლებსაც ადგილზევე შევასწავლით ფლორისტობას.

ამბობს, რომ „ლანტანაში“ მომხმარებლებისთვის თაიგულებს მთელი გულით ქმნიან.

  • ლანტანას თაიგულებს ეტყობა, რომ თითოეული მათგანი დიდი სიყვარულით, გემოვნებითა და მთელი გულითაა შექმნილი. მაღაზიის მიზანი იყო გვემუშავა არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. აქედან გამომდინარე, გამოვიმუშავეთ ლანტანას თაიგულების სპეციფიური ხაზი, რომელიც რუსთავის მასშტაბით ნამდვილად გამოირჩევა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში, თაიგულების კულტი არსებობს ძირითადად ქალბატონებისთვის. აქედან გამომდინარე კი, ლანტანას თაიგულების ვიზუალი პოზიტიურ განწყობას უქმნის ჩვენს მომხმარებლებს.

ისინი მუდმივად არიან ორიენტირებულები ზრდა-განვითარებაზე, აქვთ უამრავი იდეა და მიზანი, რომელთა მიღწევისთვის თავდაუზოგავად შრომობენ:

  • ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია და ყველაფერი წინაა. ჩვენს მაღაზიას აქვს დიდი მიზნები, რომლის ასრულებაშიც ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს სიყვარულსა და შრომას დებს.
  • მინდა ეს ჩვენი პატარა მაღაზია მოტივატორი გახდეს ბევრი ადამიანისთვის, რომლებსსაც დღემდე ვერ გადაუდგამთ ნაბიჯი საყვარელი საქმის, იდეის ხორცშესმისკენ.
  • ყოველი სიყვარულით გაკეთებული საქმე ნიშნავს წარმატებულ მომავალს!

კომენტარის დატოვება