“ლიდერ ქალთა საზოგადოების” ჟიურის წევრებმა ახალი ნომინანტები გაიცნეს
25 ივლისს რესტორან “თაშრეში” გამართულ შეხვედრაზე “ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები ახალი ნომინანტების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. განიხილეს მათი პროფაილები და შეჯერდნენ მათი ნომინაციების საბოლოო ფორმაციებზე.
საღამო საკმაოდ საქმიანი და სასიამოვნო იყო და ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპიც 31 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გასამართ დაჯილდოებამდე.
აღნიშნული ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულის ტიტულის გარდა, ძალიან კარგი შანსია ურთიერთობების გასაფართოებლად, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის და რაც მთავარია, კომპანიის პიარისთვის.
ამ პროექტის ორგანიზატორების წყალობით, ბიზნესდაჯილდოება ერთგვარი საინფორმაციო ველია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა გამოიყენონ ეს ველი.