ნოემბერი 24, 2024 21:41

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია „Beauty and the box” თეონა თავართქილაძისგან

“ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია

„Beauty and the box”

კომპანია დაარსდა 2018 წელს თეონა თავართქილაძის მიერ.

Beauty and the Box – სილამაზის ამანათია, რომელსაც თქვენ ყოველი თვის დასაწყისში მიიღებთ. კომპანიის მიზანია, გაგიზიაროთ სილამაზის ინდუსტრიაში მათი გამოცდილება, შეგირჩიოთ საუკეთესო პროდუქცია და შეგიქმნათ თქვენი მშვენიერების კონცეპტუალური სივრცე.

მათი სილამაზის გზავნილი ასეთია – ყუთი, სადაც სხვადასხვა მოცულობის 5-7 კოსმეტიკური, თმის, კანის თუ თავის მოვლის საშუალებაა წარმოდგენილი. ცნობილი ბრენდების პროდუქტებს თქვენთვის თეონა თავართქილაძე არჩევს. ყუთს მოჰყვება Beauty ჟურნალი, რომელშიც გაეცნობით შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციას, მიიღებთ საინტერესო რჩევებს და სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერს.

ყველა თვე უნიკალურია. შესაბამისად, ყოველი თვის Beauty Box მოულოდნელობითაა სავსე.

Beauty and the box

 

კომენტარის დატოვება