მარტი 14, 2026 17:42

დაესწარით ნათია გოცაძის სემინარს — „ლიდერის ხმა“: ლიდერობა, კომუნიკაცია და თვითშეფასება წარმატებული ქალისთვის 🌸

📅 28 მარტი, 2026 | 14:30
📍 უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
(ბაგები, წყნეთის გზატკეცილი #67)

🎤 ტრენერი: ნათია გოცაძე — საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი, უნივერსიტეტის „ალტერბრიჯი“ დამფუძნებელი და რექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, ტრენერი და კონსულტანტი 15+ წლიანი გამოცდილებით

რატომ უნდა დაესწროთ ამ სემინარს?

გაიძლიერებთ თვითშეფასებას და საკუთარ თავში რწმენას
ისწავლით, როგორ გამოხატოთ თქვენი აზრი მკაფიოდ, თავდაჯერებულად და გავლენიანად
მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას საჯარო გამოსვლისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის შესახებ
უკეთ გააცნობიერებთ, როგორ გადააქციოთ თქვენი ხმა ლიდერობის ინსტრუმენტად
აღმოაჩენთ ბალანსს წარმატებასა და ბედნიერებას, თვითკრიტიკასა და თვითმოტივაციას შორის
გაიცნობთ ტექნიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში

💼 სემინარზე განიხილება:

🔹 წარმატება vs ბედნიერება — აღქმები, კრიტერიუმები და შეგრძნებები
🔹 თვითშეფასების სისტემები და „მე“-ს ანალიზი
🔹 თვითკრიტიკისა და თვითმოტივაციის ბალანსი
🔹 თვითზრუნვა, თვითსიყვარული და შინაგანი სიმტკიცის განვითარება
🔹 გონების მახეები და კოგნიტური გადახარისხება (Reframing)
🔹 თვითრეალიზაციის მატრიცა — როგორ მივაღწიოთ პიროვნულ და პროფესიულ კმაყოფილებას

👥 განკუთვნილია: ლიდერობის განვითარების მსურველი ქალებისთვის, მენეჯერებისთვის, მეწარმეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენა, კომუნიკაციის გაუმჯობესება და შინაგანი ძალის გაძლიერება.

⚠️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა ბმულზე: https://forms.gle/jQXQuegBQiScqu379 — ამავე ბმულზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ.

🎓 სემინარზე დასწრების შემთხვევაში, 1 კვირის ვადაში ელექტრონულად გადმოგეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

🤝 მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, სადაც ერთად გავაძლიერებთ ჩვენს ხმას, თავდაჯერებასა და ლიდერულ ძალას!

კომენტარის დატოვება